addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge

CENN და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ეს წალკაა ფარგლებში გიწვევთ უნარ-ჩვევების გაძლიერებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ონლაინ საგანმანათლებლო სოციალურ საღამოებში მონაწილეობის მისაღებად.

2021 წლის 14-29 სექტემბერს, შემოუერთდით ონლაინ სოციალური საღამოების სერიებს, რომელიც ფოკუსირებულია ახალგაზრდებში თანამედროვე უნარ-ჩვევების გაძლიერებაზე, კარიერულ განვითარებაზე, ახალი შესაძლებლობების შექმნასა და ცნობიერების დონის ამაღლებაზე.

ონლაინ სოციალური საღამოების ფარგლებში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ შემდეგ სესიებს:

  • 15 სექტემბერი – თვითმენეჯმენტი და რბილი უნარები – 18:00 საათი
  • 16 სექტემბერი – კვლევითი უნარები და ახალი ინფორმაციის მოძიება – 17:00 საათი
  • 17 სექტემბერი – კარიერული განვითარება (სივი, მოტივაცია, გასაუბრება) – 17:00 საათი
  • 20 სექტემბერი – ფრილანსინგი და ფინანსური მენეჯმენტი – 19:00 საათი
  • 21 სექტემბერი – კოვიდ სამყარო – ონლაინ კარიერა და განვითარება (კონტენტის მენეჯმენტი) – 18:00 საათი
  • 22 სექტემბერი – პროექტების წერა და მენეჯმენტი – 17:00 საათი
  • 23 სექტემბერი – კომუნიკაციები და მოლაპარაკებები, კრიზისების მართვა – 17:00 საათი
  • 24 სექტემბერი – სამოქალაქო აქტივიზმი და მოხალისეობა – 18:00 საათი
  • 27 სექტემბერი – დეზინფორმაცია და კიბერუსაფრთხოება – 19:00 საათი
  • 28 სექტემბერი – ლიდერობა და საჯარო გამოსვლები – 18:00 საათი
  • 29 სექტემბერი – კრეატიულობა და ინოვაციურობა – 18:00 საათი

სოციალურ საღამოებში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია:  https://forms.gle/ggbp5e26eZUWweBfA

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 სექტემბერი, 15:00 საათი.

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.  პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.