addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge en

4 სექტემბერი, 2021 წელი – წალკის მუნიციპალიტეტი. ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, CENN-მა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) წალკის მუნიციპალიტეტში მორიგ მედია ტური უმასპინძლა.

მედია ტური მიზანი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში დაფინანსებული ბიზნეს და ტურისტული პროექტების პოპულარიზაცია და წალკის მუნიციპალიტეტებში არსებული რესურსების წარმოჩენა იყო. ტურის ფარგლებში, სხვადასხვა მედიის წარმომადგენელებმა მოინახულეს ევროკავშირის დაფინანსებული ბიზნეს და ტურისტული პროექტები.

მედია ტურის მონაწილეები, ასევე გაეცნენ საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით შექმნილი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) საქმიანობას წალკის მუნიციპალიტეტში.

მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ადგილობრივ კულტურას, ევროკავშირის მხარდაჭერილ ინიციატივებს და მოესმინათ ადგილობრივების შესახებ საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი ისტორიები.

ტურის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მონაწილეები წარმოადგენენ თავიანთ შემოქმედებით ხედვას სტატიების, ფოტო რეპორტაჟების ან სიუჟეტების სახით და დაეხმარებიან ადგილობრივებს წალკა უფრო მიმზიდველ ტურისტულ და საინვესტიციო მუნიციპალიტეტად აქციონ.

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA), სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.