addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

ეს წალკაა

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „ეს წალკაა“ – მიზანია წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა თანამონაწილეობრივი დაგეგმარების გზით. ჩვენი მიზანია წალკის მუნიციპალიტეტში სიღარიბის დონის შემცირება და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, მუნიციპალიტეტში არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრა სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვითა და კლიმატისადმი მედეგი სოფლის ეკონომიკის მხარდაჭერით.

პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად:

• საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA)

• სოფლის განვითარების კვლევითი ინსტიტუტი (Ifls)

ცოდნაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ბიზნესკავშირების დამყარებითა და სამუშაო ადგილების შექმნის გზით, პროექტი გააძლიერებს საოჯახო მეურნეობებს, ხელს შეუწყობს მეწარმეებს თავიანთ საქმიანობაში, ქალებისა და ახალგაზრდების დასაქმებაში და დაეხმარება სხვა ადგილობრივ ჯგუფებს.

აღნიშნულის მისაღწევად პროექტი იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:

1. წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) შექმნა და გაძლიერება თანამონაწილეობრივი გზითა და ევროკავშირის „ლიდერის“ (LEADER) პრინციპებზე დაყრდნობით.

2. გენდერულად თანასწორი და ახალგაზრდებზე მორგებული წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს ადგილობრივი ჯგუფების ინტერესებს.

3. პროექტების დაფინანსება წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში ასახული პრიორიტეტების შესაბამისად.

4. სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის გამოსწორება მოწყვლადი ჯგუფების, ქალებისა და ახალგაზრდების საქმიანობის გაძლიერების გზით.