addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge en

11 სექტემბერი, 2020 წელი. წალკის მუნიციპალიტეტი – ევროპული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სოფლის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ადგილობრივი მოსახლეობაა, რომლებმაც უკეთ იციან რა სჭირდება ადგილობრივ თემს და როგორ შეიძლება მიზნის მიღწევა. ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი წალკის LAG-ის ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობის შექმნის მიზნით უკვე რამდენიმე თვეა ეწყობა სოციალური საღამოები წალკის მუნიციპალიტეტში, რომლის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობა ყოველ პარასკევს არაფორმალურ გარემოში იღებს მათთვის საინტერესო ინფორმაცია სხვადასხვა თემებზე.

სექტემბერში წალკის LAG უკვე მეორედ მასპინძლობს საგანმანათლებლო შეხვედრას ახალგაზრდებთან. ამჯერად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი, ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით, მურო თაკალანძე ეწვია წალკის LAG-ის ოფისს და სოციალური საღამოს ფარგლებში წალკის ახალგაზრდებს CV-ს შედგენის, სამოტივაციო წერილის წერისა და კარიერული განვითარების შესახებ გაუზიარა საინტერესო ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები.

 „ვფიქრობ ახალგაზრდებში ადრეული ასაკიდან ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, როგორიცაა სწორი ინფორმაციის მოძიება, მათი დაჯგუფება, CV-ს შედგენა და სამოტივაციო წერილი წერა მნიშვნელოვანია მათი კარიერული განვითარებისათვის.მურო თაკალანძე,  ციფრული მარკეტინგისა და პროექტების სპეციალისტი

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა შეადგინეს თავიანთი CV-ები, განიხილეს სამოტივაციო წერილის წერის სტრუქტურა და მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა ონალინ-პლატფორმების შესახებ. შეხვედრას, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა ესწრებოდა 15 ახალგაზრდა.

„კარიერული განვითარებისთვის მჭირდებოდა სწორი ინფორმაცია კარგი CV-ს შედგენასა და სამოტივაციო წერილის წერაზე, ეს შეხვედრა დამეხმარა სწორი ინფორმაციის მიღებაში და საჭირო უნარების განვითარებაში, რომელიც აქამდე არ მქონდა.“ ნინი სურმანიძე, სოციალური საღამოს მონაწილე.

წალკის მუნიციპალიტეტში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ორგანიზებით ყოველკვირეული სოციალური საღამოები ეწყობა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

პროექტს ეს წალკაა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.