addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge en

5 მარტი, 2020 – ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, წალკის LAG-მა ნარჩენების მდგრადი მართვის თემაზე სოციალურ საღამოს უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა სპეციალისტებმა ისაუბრეს ნარჩენების მართვის მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრისას მოეწყო „ხელახალი გამოყენების“ აქტივობა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა მაისურების გამოყენებით დაამზადეს ხელნაკეთი ჩანთები.

ღონისძიება გაიმართა წალკის ადგილობრივი განვითარების ოფისში და მასში მონაწილეობა მიიღო 30-მა ადამიანმა.

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის საერთო ბიუჯეტი 2.4 მილიონი ევროა. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ახორციელებს მსგავს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, ქედის, ხულოს, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ოთხი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, კერძოდ წალკის, ახმეტის, წყალტუბოსა და მესტიის მუნიციპალიტეტებში.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.