addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

6-15 აპრილი, 2020 – CENN, წალკის და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან თანამშრომლობით, გიწვევთ ვებინარების კვირეულში: ახალი გამოწვევები – ახალი შესაძლებლობები #დარჩისახლში, მონაწილეობის მისაღებად. ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ორი პროექტის “ეს წალკაა” და “ქედა ლიდერი” ფარგლებში. ვებინარების თემატიკა პასუხობს კორონავირუსის პანდემიის შედეგად გაჩენილ ახალ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა. 

ვებინარები შეეხება ვირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეულ მნივშენლოვან თემებს, რომლებიც დღეს ყველასთვის აქტუალურია. 

ვებინარები მოიცავს შემდეგ თემებს:

  • 6 აპრილი, ორშაბათი, 12:00 საათი –  ახალი გამოწვევები და ციფრული სამყარო 

მომხსენებელი: მურო თაკალანძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • 8 აპრილი, ოთხშაბათი, 14:00 საათი – კოვიდ19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და მცირე ბიზნესებზე და გამკლავების სტრატეგიები 

მომხსენებელი: დავით კეშელავა, ISET 

  • 10 აპრილი, პარასკევი, 14:00 საათი  – ნარჩენების მართვა კრიზისის დროს და ნარჩენებისგან ახალი ნივთების შექმნის პრაქტიკული ვორკშოპი 

მომხსენებლები: ნინო თევზაძე და ნატალი ტეილორი, CENN

  • 13 აპრილი, ორშაბათი, 12:00 საათი – ფერმერების გამოწვევები კორონავირუსის პერიოდში 
  • 15 აპრილი, ოთხშაბათი, 16:00 საათი – სოფლის მეურნეობა თვითიზოლაციაში – ახალი შესაძლებლობების გამოყენების აუცილებლობა

მომხსენებელი:  ნათია ნინიკელაშვილი, GFA

ვებინარის ფარგლებში მონაწილეებს ქნებათ კითხვების დასმის შესაძლებლობა. ვებინარებში მონაწილეობის მისაღებად, უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე 5 აპრილის, 18:00 საათამდე: https://bit.ly/348sPRJ 

შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ როგორც ერთ, ასევე ყველა ვებინარში. 

ვებინარში ჩასართავად დეტალურ ინსტრუქციას მიიღებთ აპლიკაციაში მითითებულ ელ-ფოსტაზე, თითოეული სესიის დაწყებიდან 2 საათით ადრე.

პროექტებს „ქედა ლიდერი“ და „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD), ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR), საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.  პროექტების მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით. 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.