ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე CENN-ის პროექტმა „ეს წალკაა“ მრჩეველთა საბჭოს მესამე შეხვედრას უმასპინძლა
10.თებერვალი.20222021 წლის 7 თებერვალი. ZOOM – ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტიმა „ეს წალკაა“, რომელსაც ახორციელებს CENN მრჩეველთა საბჭოს მესამე შეხვედრას უმასპინძლა. მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების გაცნობა, ინფორმაციისა და რეკომენდაციების ურთიერთგაცვლა და სამომავლო თანამშრომლობის განხილვა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს LAG-ების მდგრადობის საკითხი. პროექტის გერმანელმა პარტნიორებმა მონაწილეებს გააცნეს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების მდგრადობა და ევროპული პრაქტიკა.
“2021 წელი ყველასთვის რთული იყო მიმდინარე პანდემიის გამო. ამგვარად, ევროკავშირის წარმომადგენლობას სურს აღნიშნოს CENN-ის და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ შესრულებული შესანიშნავი სამუშაო ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში. ეს მათი ერთგულებისა და სამოქალაქო ჩართულობის დამსახურებაა. ჩვენ რეალურად ვნახეთ, რომ ეს ხდება ყველა სფეროში, სადაც ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები აქტიურობენ. ეს არის შემდგომი დემონსტრირება იმ გადამწყვეტი როლის, რომელსაც თემის ხელმძღვანელობით ადგილობრივი განვითარება (CLLD) თამაშობს ადგილობრივ დონეზე მდგრადობის ასამაღლებლად და ამავდროულად, მხარს უჭერს რეგიონში ინკლუზიურ განვითარებას.
2022 წელი ENPARD III პროექტის ბოლო წელია. მიუხედავად იმისა, რომ მომავალ წლებში ჩვენ გავაგრძელებთ წალკასა და LAG-ის მხარდაჭერას სხვა საშუალებებით, ძალიან მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ მაქსიმალურად გავზრდით ამ პროექტის გავლენას დახურვამდე. ჩვენ ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება LAG-ების და LEADER/CLLD პროცესის მდგრადობაზე საქართველოში. საქართველოს მთავრობამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით, 2023 წლისთვის LEADER/CLLD პროცესის ინსტიტუციონალიზაციის ვალდებულებით. ევროკავშირი მიესალმება ამ ინიციატივას და სრულად დაუჭერს მხარს მას ENPARD პროგრამის მეშვეობით.” განაცხადა ჟორჟ დეუმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში.
„მოხარული ვარ, რომ ისევ მოგვეცა შეხვედრის და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა. დიდი მადლობა, რომ გვესწრებით, რადგან ჩვენთვის თქვენი ჩართულობა და თქვენი იდეების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დიდი მადლობა ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური დახმარებისთვის. წალკის პროექტი ENPARD-ის წინა პროექტებისგან განსხვავებით მნიშვნელოვან ყურადღებას, არსებულ სამ მიმართულებასთან ერთად, მეოთხე მიმართულებაზეც ამახვილებს, რაც მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციასა და გაძლიერებას გულისხმობს, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა, პროექტის საქმიანობას კიდევ უფრო მდგრადს ხდის გრძელვადიან პერიოდში, რადგან ინტეგრაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა წალკის მუნიციპალიტეტისათვის.“ – განაცხადა ნანა ჯანაშიამ, CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
„წალკა, არა მხოლოდ ქართველი მოსახლეობის, არამედ წალკელების მხრიდან მართლაც, რომ აღმოსაჩენია და პროექტის სახელი და აქტივობები მართლაც რომ უმნიშვნელოვანეს მიზანს ემსახურება. ამ მუნიციპალიტეტს მართლა დიდი ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია, თავისი ლამაზი ბუნების და მდებარეობის გამო. ჩვენ როცა სოფლის განვითარებაზე ვსაუბრობთ, სოფლის მეურნეობის გარდა, სხვა ეკონომიკურ საქმიანობებსაც ვიხილავთ ხოლმე და ადგილობრივი ინიციატივები, რომელსაც ევროკავშირი და პროექტი ‘ეს წალკაა’ უჭერს მხარს, იქნება ეს მესაქონლეობის, მეწარმეობის თუ ტურიზმის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკური დოვლათის შექმნისა და მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის.“ – აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეები მიმდინარე პროექტების დაახლოვებასა და შესაძლებლობების არსებობის შესაბამისად, აქტივობების თანამშრომლობით განხორცილებაზე შეთანხმდნენ.
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ჩვენი მიზანია წალკის მუნიციპალიტეტში სიღარიბის დონის შემცირება და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, მუნიციპალიტეტში არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრა სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვითა და კლიმატისადმი მედეგი სოფლის ეკონომიკის მხარდაჭერით.
საკონტაქტო პირები:
- მარი კიკვაძე, CENN-ის კომუნიკაციის მენეჯერი, marie.kikvadze@cenn.org