addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

14 აგვისტო, 2020 წელი. წალკის მუნიციპალიტეტი  უკვე მესამე თვეა, რაც ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი წალკის LAG-ის ორგანიზებით, ყოველ პარასკევს წალკის ადგილობრივ მოსახლეობას ეძლევა სხვადასხვა საინტერესო და ინტერაქტიულ შეხვედრებში მონაწილეობის  შესაძლებლობა.

ამჯერად წალკის LAG-მა სოციალური საღამოების ფარგლებში ნარჩენების მართვის სპეციალისტს, ბესიკ კალანდაძეს უმასპინძლა. ტრენერმა მონაწილეებს კომპოსტირების მნიშვნელობაზე და მის დადებით მხარეებზე ესაუბრა და პრაქტიკაში მისი გამოყენების მნიშვნელობაც გააცნო.

შევედრის თეორიული ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ხოლო მეორე, პრაქტიკული ნაწილი საკომპოსტე ყუთის დამზადებას დაეთმო. ღონისძიების მონაწილეებმა საკომპოტე ყუთი ერთობლივად, ტრენერის დახმარებით დაამზადეს და წალკის LAG-ის ოფისის ტერიტორიაზე დადგეს.

ხარისხიანი სასუქის მიღების მიზნით, საკომპოსტე ურნაში ორგანული ნარჩენები მოგროვდება და მიღებული სასუქი ოფისის ტერიტორიაზე არსებული ბოსტნის მოსავლიანობის გაზრდისთვის იქნება გამოყენებული.

წალკის მუნიციპალიტეტში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ორგანიზებით ყოველკვირეული სოციალური საღამოები ეწყობა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

პროექტს ეს წალკაა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებითპროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევააპროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყოხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორშიმეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდსwww.enpard.ge.

ოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორშიმეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდსwww.enpard.ge.