რა არის LEADER
02 დეკემბერირას გულისხმობს სოფლის განვითარება ევროკავშირის LEADER მიდგომით?
სოფლის განვითარება LEADER მიდგომით აქტიურად გამოიყენება ევროპის ქვეყნებში 90-იანი წლებიდან. LEADER არის ფრანგული სიტყვების აკრონიმი (Liaison Entre Actions de Développement de l’Économique Rurale), რაც პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს კავშირს სოფლის ეკონომიკასა და გან-ვითარების ქმედებებს შორის. ამ მიდგომის მთავარი იდეაა სოფლის განვი-თარების ხელშეწყობა საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის პარტნიორობის ჩამოყალიბებითა და მათი ძალისხმევის გაერთიანებით. მიდგომა გულისხმობს ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებას ადგილობრივი სტრატეგიის შექმნისა და რესურსების გამოყენების გზით. ამ მიდგომით, სოფლის განვითარების მთავარი ინსტრუმენტი ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფებია, ხოლო განვითარების მთავარი რესურსი – სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც შეუძლია, მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები არსებული სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და გარემოსდაცვითი პირობების გათვალისწინებით. LEADER პროცესი გულისხმობს კავშირების დამყარებას ცოდნისა და გამოც-დილების გაზიარების მიზნით და ადგილობრივი თემების გაერთიანებას საერთო მიზნებისა და ხედვის ირგვლივ.
LEADER მიდგომის ძირითადი მახასიათებლები
- კონკრეტულ ტერიტორიაზე დამყარებული ადგილობრივი გან-ვითარების სტრატეგიის შემუშავება;
- ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავება და გან-ხორციელება თანამონაწილეობრივად – ქვემოდან ზემოთ;
- ადგილობრივი პარტნიორობისა და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების გაძლიერება;
- ინოვაციების ხელშეწყობა: ტექნიკურ ინოვაციებთან ერთად იმ სოციალური ინოვაციების წახალისება, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ სოფლებისათვის;
- ინტეგრირებული და მრავალსექტორული ქმედებები;
- კავშირების დამყარება და გამოცდილების გაზიარება სოფლის განვითარებაში ჩართულ სხვა ჯგუფებთან;
- თანამშრომლობა სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებთან, ერთობლივი პროექტების განხორციელება.