addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) გამოაცხადა ფოტოკონკურსი #ესწალკაა წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

კონკურსის მიზანი იყო წალკის მოსახლეობის თვალით დანახული წალკის მუნიციპალიტეტის, ბუნებრივი, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს.

კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 80 ფოტო. ჟიურის კომპეტენტურმა წევრებმა გამოავლინეს სამი გამარჯვებული შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: თემის აქტუალობა, კრეატიულობა, ორიგინალურობა და ფოტოს ხარისხი.

2022 წლის 9 თებერვალს, 17:00-18:30 საათზე გიწვევთ ფოტოკონკურსის #ესწალკაა გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაზე დასასწრებად.

სოციალური საღამოს ფარგლებში, შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა ფოტოგრაფიის საფუძვლების სესიას, რომელსაც წარუძღვება გამოცდილი ფოტოგრაფი. შეხვედრის მეორე ნაწილში მოხდება შემოსული ფოტოების პრეზენტაცია და გამარჯვებულების გამოვლენა.

ონლაინ სოციალურ საღამოზე დასასწრებად გთხოვთ დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/C6YADDqBRzVWrcQGA

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.  პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

მედია კონტაქტი:

მარი კიკვაძე, CENN, კომუნიკაციის მენეჯერი,  marie.kikvadze@cenn.org