addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

2022 წლის 9 თებერვალს, გაიმართა ფოტოკონკურსის #ესწალკაა გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოების ონლაინ ცერემონია.

აღნიშნული კონკურსი წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) გამოაცხადა, რომლის მიზანი იყო წალკის მოსახლეობის თვალით დანახული წალკის მუნიციპალიტეტის, ბუნებრივი, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია.

კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 80 ფოტო. ჟიურის კომპეტენტურმა წევრებმა გამოავლინეს სამი გამარჯვებული შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: თემის აქტუალობა, კრეატიულობა, ორიგინალურობა და ფოტოს ხარისხი.

გამარჯვებულებს შორის ადგილები შემდეგი თანმიმდევრობით გადანაწილდა:

I ადგილი – იაკო კვალიაშვილი

II ადგილი – სოფიო თაბაგარი

III ადგილი – ელენე მიქელაძე

გამარჯვებულებს გადაეცემათ CENN-ის სასაჩუქრე ჩანთები. ხოლო ყველა ის ადამიანი, რომელმაც კონკურსში მიიღო მონაწილეობა გახდა წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრი.

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო ფოტოგრაფიის საფუძვლების სესიას, რომელსაც წარუძღვა გამოცდილი ფოტოგრაფი, გიორგი ბეჟანიშვილი.

მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს კონკურსში ჩართულობისთვის!

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.  პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

მედია კონტაქტი:

მარი კიკვაძე, CENN, კომუნიკაციის მენეჯერი,  marie.kikvadze@cenn.org