წალკის LAG-მა მოსახლეობის ინტეგრაციის გაძლიერების მიზნით მორიგ სოციალურ საღამოს უმასპინძლა
20.მაისი.202117 მაისი, 2021 წელი. წალკის მუნიციპალიტეტი – ევროპული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სოფლის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ადგილობრივი მოსახლეობაა, რომლებმაც უკეთ იციან რა სჭირდება ადგილობრივ თემს და როგორ შეიძლება მიზნის მიღწევა. ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი წალკის LAG-ის ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობის შექმნის მიზნით უკვე მეორე წელია ეწყობა სოციალური საღამოები წალკის მუნიციპალიტეტში, რომლის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობა არაფორმალურ გარემოში იღებს მათთვის საინტერესო ინფორმაცია სხვადასხვა თემებზე.
17 მაისს გამართული სოციალური საღამოს მთავარი თემა წალკის კულტურული ღირსშესანიშნაობების განცობა და მოწვეული სპიკერის გამოცდილების გაზიარება იყო. შეხვედრის ფარგლებში, მოწვეულმა სპიკერმა, გულიკო საბაძემ ისაუბრა წალკის რაიონსა და მის უახლეს ისტორიაზე, სპიკერმა ასევე ისაუბრა სოფელ რეხაზე და ამ სოფლის 1918 – 1920 წლების ისტორიულ პერიოდზე, რომელიც ეხება სამცხე – ჯავახეთის ტრაგედიას, ქალბატონმა გულიკომ აუდიტორიას გააცნო ლევან გოთუას დღემდე გამოუქვეყნებელი ნაწარმოები „ჩაძირული სოფელი“, რომელიც სოფელ რეხას ეძღვნება.
წალკის მუნიციპალიტეტის კულტურულ-ეთნიკური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ადგილობრივებისა და ახალგაზრდების ინფორმირება და მათი ცოდნის დონის ამაღლება ისეთ საკითხებზე როგორიცაა მუნიციპალიტეტის კულტურული ღირსშესანიშნაობები, მუნიციპალიტეტის ისტორია და კულტურა. აღნიშნული შეხვედრის მთავარი მიზანი სწორედ ადგილობრივების ინფორმირება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა იყო.
აღნიშნული სოციალური საღამო ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობას 40-მდე ადამიანი იღებდა.
წალკის მუნიციპალიტეტში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ორგანიზებით ყოველკვირეული სოციალური საღამოები ეწყობა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.