addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

19-23 ივლისი, 2020 წელი. მესტიის მუნიციპალიტეტი – ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით ზემო სვანეთში, ზემო სვანეთის LAG-ს ეწვია. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში წალკის LAG-ის ჯგუფის წევრები გაეცნენ ზემო სვანეთის LAG-ის გამოცდილებას.

სამუშაო ვიზიტის მთავარი მიზანი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და წარმატებული სამუშაო პრაქტიკის გაზიარება იყო. ვიზიტის ფარგლებში, ზემო სვანეთის  LAG-ის წარმომადგენლებმა წალკის LAG-ის წევრებს დეტალურად გაუზიარეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, პროექტის განხორციელების წარმატებული მაგალითები, გამოწვევები და  სხვადსხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკები. 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში წალკის LAG-ის წარმომადგენლები გაეცნენ ზემო სვანეთის პირველი საგრანტო კონკურსის შედეგებს, ესტუმრნენ ფარის ახალგაზრდული ცენტრს, საოჯახო სასტუმროებსა და ტურისტულ ადგილების. მუნიციპალიტეტის საჭიროებების უკეთ გაცნობის მიზნით, წალკის LAG, მესტიის მუნიციპალიტეტის მერსა და მის წარმომადგენლებს შეხვდა.  

ვიზიტის ფარგლებში წალკის LAG-ის წევრებმა ზემო სვანეთის LAG-ს თავიანთი გამოცდილება და სამომავლო გეგმები გაუზიარა. ვიზიტის ბოლოს LAG-ების წარმომადგენლები  LAG-ების დამეგობრების მიზნით სამომავლო თანამშრომლობის, და ცალკეული, შესაძლო აქტივობების ერთობლივად განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge