ევროკავშირის მხარდაჭერილმა წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) წალკის გენერალური ასამბლეის შეხვედრას უმასპინძლა
02.დეკემბერი.202130 ნოემბერი, 2021 წელი. წალკის მუნიციპალიტეტი – ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) წალკის LAG-ის გენერალური ასამბლეის შეხვედრას უმასპინძლა წალკის მუნიციპალიტეტში.
წალკის LAG-ის გენერალური ასამბლეის შეკრების მიზანი, პროექტის მიმდინარეობის გაცნობა, ინფორმაციისა, თუ რეკომენდაციების ურთიერთგაცვლა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების ჩამოყალიბება იყო.
ღონისძიების ფარგლებში წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოსა და პროექტის „ეს წალკაა“ გუნდის წევრებმა ასამბლეის წევრებს გააცნეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები, წარუდგინეს თანამშრომლობის შესაძლებლობები და მოისმინეს ასამბლეის წევრების უკუკავშირი. გარდა ამისა, ასამბლეის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ მედიაციისა და სამოქალაქო ჩართულობის კომიტეტის (MCEC) საქმიანობას, კომიტეტის მიერ ადვოკატირებულ საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ბატონი გოგი მეშველიანის პიარის ხელმძღვანელი, ფერიდე ტვილდიანი, წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ბატონი ანზორ ხინიკაძე, წალკის LAG-ის მმართველი საბჭოს და ასამბლეის წევრები და CENN-ის წარმომადგენლები.
ამავე შეხვედრაზე MCEC-სა და გოგი მეშველიანის, სახელმწიფო უწყებებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ჩართულობით წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8 პედაგოგს და მათ ოჯახებს სიმბოლურ ფასად – 1 (ერთ) ლარად საკუთრებაში გადაეცათ საცხოვრებელი ფართები.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს ღონისძიება კარგი შესაძლებლობა იყო მონაწილეთა კავშირისა და პარტნიორობის შესაძლებლობების გასამყარებლად.
პროექტის ‘ადგილობრივი ლიდერები მდგრადი განვითარებისათვის წალკის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში’ მიზანია მუნიციპალიტეტში სიღარიბის დონის შემცირება და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრა სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვითა და კლიმატისადმი მედეგი სოფლის ეკონომიკის მხარდაჭერით. პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.