addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge en

2-19 ივლისი, 2021. ბულაჩაურის მწვანე ცენტრ– პანდემის გავრცელებით გამოწვეულმა კრიზისმა და  ქვეყანაში არსებულმა შეზღუდვებმა განსაკუთრებული გავლენა ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების შესაძლებლობების შეთავაზებაზე იქონია. მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის,  New World Program, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მწვანე ბანაკმა უმასპინძლა ღია საკონკურსო წესით შერჩეულ 40 ახალგაზრდრას, წალკის მუნიციპალიტეტიდან და 35  ახალგაზრდას, მთელი საქართველოდან.

მწვანე ბანაკი წარმოადგენდა შემეცნებით-გასართობ ახალგაზრდულ ბანაკს და მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში გარემოს დაცვის, მდგრადი განვითარების, ადამიანის უფლებების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ახალგაზრდების განვითარებისათვის. მწვანე ბანაკის პერიოდში განხორციელდა, როგორც საინფორმაციო და შემეცნებითი, ისე გასვლითი საველე ლაშქრობები და საკვლევი სამუშაოები.

CENN-ის გარემოსდაცვითი სფეროს სპეციალისტებმა ახალგაზრდებს ჩაუტარეს ტრენინგები და საინტერესო სესიები რეგიონის განვითარების ევროპულ  LEADER მიდგომაზე,  მდგრადი განვითარების მიზნებზე, კლიმატის ცვლილების გლობალურ გამოწვევებზე, ორგანული და არაორგანული ნარჩენების თანამედროვე მართვის, ტექნოლოგიების, ცირკულარული ეკონომიკისა და წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის, თემებზე. ბანაკის მიმდინარეობისას მონაწილეები დაესწრნენ ადამიანის უფლებების, აქტიური მოქალაქეობის, ეფექტური პრეზენტაციის სტრუქტურისა და საჯარო საუბრის ტექნიკების  სამუშაო შეხვედრებს.

მწვანე ბანაკის მონაწილეებს საერთაშორისო საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების – FLEX, UWC, Erasmus+, HMC კურსდამთავრებულები ეწვივნენ, თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და ესაუბრეს  საზღვარგარეთ სწავლის დადებით მხარეებზე და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებზე.

ბანაკის მონაწილეები ასევე გაეცნენ ველურ ბუნებაში ქცევის წესებს, აღნიშნული ცოდნის პრატიკაში გამოყენების შესაძლებლობა კი მიეცათ თრუსოს ხეობაში საველე გასვლისას. ბანაკის ფარგლებში მონაწილეებმა სათავგადასავლო ტურშიც მიიღეს მონაწილეობა რომელიც ჯომარდის სათავგადასავლო პარკში გაიმართა.

მოხარულები ვართ, მივესალმოთ CENN-ის მწვანე ბანაკების 2021 წლის მონაწილეებს, რომლებიც შეუერთდნენ მწვანე ბანაკის კურსდამთავრებულთა ქსელს და მომავალში მონაწილეობას მიიღებენ CENN-ის ახალგაზრდულ გარემოსდაცვით ინიციატივებში.

ბანაკის განხორციელება შესაძლებელი გახდა  ევროკავშირის ENPARD-ის, New World Program, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF)  ფინანსური მხარდაჭერით, პროექტების ეს წალკაა და GEO-WASH საზოგადოების ჩართულობა საქართველოს მოწყვლად თემებში WASH სერვისების გაუმჯობესების მიზნით ფარგლებში. პროექტებს ახორციელებს CENN სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.