addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge en

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2021 წლის 2-7 ივლისს, CENN-მა უმასპინძლა მწვანე ბანაკს ახალგაზრდა ლიდერებისა და ინოვატორებისათვის. CENN-ის მწვანე ბანაკის  პირველ ნაკადში სულ 25-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

CENN-ის მწვანე ბანაკი მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ლიდერებისთვის არაფორმალური განათლების შესაძლებლობის შეთავაზებას, ახალი შესაძლებლობების შექმნასა და ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა გარემოსდაცვა; კლიმატის ცვლილება; ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობა; WASH და ადამიანის უფლებები; COVID-ით გამოწვეული სტრესი და ემოციების მართვა და სხვა.

ინტენსიური საგანმანათლებლო მოდულის ფარგლებში ახალგაზრდები მონაწილეობას იღებდნენ საინტერესო, სახალისო და საგანმანათლებლო პროგრამებში, საველე გასვლაში, პრაქტიკულ ვორქშოფებსა და შემეცნებით აქტივობებში.

მოხარულები ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა ვიმუშაოთ ახალგაზრდებთან, რომლებსაც ყველაზე კარგად ესმით განვითარების და დასავლური ღირებულებების მნიშვნელობა.

მწვანე ბანაკის ჩატარება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის ეს წალკაა და GEO-WASH საზოგადოების ჩართულობა საქართველოს მოწყვლად თემებში WASH სერვისების გაუმჯობესების მიზნით პროექტების ფინანსური მხარდაჭერით.