addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge en

30 მარტი, 2021. სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi, Zoom – CENN-მა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ეს წალკაა და USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითრების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ციფრული კავკასია ფარგლებში 30 მარტს პროექტების ბენეფიციარი ტურისტული ბიზნესებისთვის Match Making & B2B  ღონისძიებას უმასპინძლა.

ღონისძიების პირველ ნაწილში მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს სახელმწიფო პროგრამებსა და შესაძლებლობებზე, ტურიზმის სექტორში არსებულ თანამედროვე ტრენდებზე, საქართველოს ბაზარზე არსებულ ეკოტურისტულ პროდუქტებსა და ციფრულ ინოვაციებზე ტურიზმის სფეროში.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო B2B შეხვედრებს სასტუმროების, კვების ობიექტებისა და მეღვინეებისათვის. Match Making & B2B შეხვედრებისას დამწყები ტურისტული ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ რჩევები, მოეძიებინათ პარტნიორები და გაეფართოებინათ საქმიანი სანაცნობო წრე.

აღნიშნულმა ღონისძიებამ გააერთიანა საქართველოს ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართულ სერვისის მიმწოდებლები, საჯარო უწყებების წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

B2B შეხვედრებში მონაწილეებს შორის იყვნენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა:  Tbilisi Start-up Bureau, ICT Cluster, ADWISE Agency, Georgia Insight, Geo Trend, კრისტალი, გასტრონომიული ასოციაცია,  შავი ლომი, ენცოს ეზო, სპარი, კარფური და გასტრონომი.

პროექტების შესახებ

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.  პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

პროექტი ციფრული კავკასია, რომელიც ხორციელდება USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითრების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, ხელს უწყობს მდგრადი ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ეკოტურიზმის, სოფლად ტურიზმისა და სათავგადასავლო ტურიზმის სფეროებში სერვისის მიმწოდებლებთან, ბიზნესასოციაციებსა და DMO-ებთან, რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოქმედ ეროვნულ ადმინისტრაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ამ სფეროში ციფრული უნარების გაძლიერების გზით, სექტორის ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდას. გარდა ამისა, პროექტს წვლილი შეაქვს გენდერულ ინტეგრაციაში და ქალების მიერ მართული ბიზნესის მხარდაჭერით, ტურიზმის სექტორში ქალთა ჩართულობის გაზრდაში.