addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

2021 წლის 7 თებერვალი. CENN ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ‘ეს წალკაა’ ფარგლებში შექმნილ მრჩეველთა საბჭოს რიგით მესამე შეხვედრას უმასპინძლებს. ღონისძიება გაიმართება ონლაინ 7 თებერვალს, Zoom-ში.

აღნიშნული შეხვედრის მიზანია პროექტის მიმდინარეობის გაცნობა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაციისა და რეკომენდაციების გაცვლა.

შეხვედრის ფარგლებში  მოწვეული სტუმრები გაეცნობიან პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს და, ამასთან,  იმსჯელებენ პროექტების სამომავლო საქმიანობებზე, რათა  ეფექტიანად მოხდეს ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის სხვა პროექტებთან  თანამშრომლობის გაღრმავება წარმატებული საქმიანობისათვის.

ამასთანავე, ENPARD-ის პროგრამის სხვადასხვა პროექტისა და LAG-ების  წარმომადგენლები წარმოადგენენ პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, რაც ხელს შეუწყობს პროექტებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.

აღნიშნულ შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP), ENPARD-ის სხვა პარტნიორი ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. აღნიშნული ფორმატი მონაწილეთა შორის კავშირებისა და პარტნიორული შესაძლებლობების ჩამოყალიბება-გაძლიერების, შემდგომი განვითარებისათვის შეხედულებების გაცვლისა და გამოცდილებების გაზიარების კარგი შესაძლებლობაა.

პროექტის ‘ადგილობრივი ლიდერები მდგრადი განვითარებისათვის წალკის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში’ მიზანია მუნიციპალიტეტში სიღარიბის დონის შემცირება და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრა სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვითა და კლიმატისადმი მედეგი სოფლის ეკონომიკის მხარდაჭერით. პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.

საკონტაქტო პირები:

  • მელანო ტყაბლაძე, CENN-ის პროექტის, melano.tkabladze@cenn.org
  • მარი კიკვაძე, CENN-ის კომუნიკაციის მენეჯერი, marie.kikvadze@cenn.org