CENN-სა და კომპანია „კაას ლენდს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
04.აგვისტო.2020მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ დღეს CENN-სა და კომპანია „კაას ლენდს“ შორის, ტურიზმის განვითარებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.
შეთანხმების მიხევდით, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, CENN და „კაას ჯგუფი“ გააძლიერებენ თანამშრომლობას წალკის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენების, ბუნებრივი და სოციალური გარემოს გაუმჯობესების და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის.
გვჯერა, რომ გარემოსდაცვითი საკითხების ხელშეწყობისა და მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის ბიზნესთან ეფექტიანი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.