addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge en

13-26 აპრილს, CENN-მა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ეს წალკაა და საქართველოს კლიმატის პროგრამა ფარგლებში დედამიწის დღის აღსანიშნავად ონლაინ საგანმანათლებლო სოციალურ საღამოების ფარგლებში 250-მდე  მონაწილეს უმასპინძლა.

დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი დღეა, რომელიც ყოველწლიურად 22 აპრილს აღნიშნება მსოფლიოს მასშტაბით, გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით.

2021 წლის 13-26 აპრილს, ონლაინ სოციალური საღამოების სერიების ფარგლებში CENN-ის ექსპერტები გაერთიანდნენ და საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით. ონლაინ სოციალური საღამოების სერია ფოკუსირებული იყო ბუნებრივი რესურსების მართვაზე, მწვანე მეწარმეობაზე, განვითარებულ მწვანე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებზე, რათა ამ გზებით თითოეულმა ჩვენგანმა შეძლოს თავისი წვლილის შეტანა  მსოფლიოს ეკოსისტემების აღდგენაში.

ონლაინ სოციალური საღამოების ფარგლებში სულ ჩატარდა 7 შეხვედრა, რაც ემსახურებოდა  კლიმატ გონივრული სოფლის მეურნეობის, ნარჩენებისა და საკვების ნარჩენების მდგრადი მართვის, კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების, მდგრადი განვითარების (2030) მიზნებისა და მოქალაქეობის ჩართულობის პოპულარიზაციას.

საზოგადოების ჯანმრთელობისა და მდგრადობის მხარდაჭერით დაწყებული,  კლიმატის ადვოკატირებით დამთავრებული, ჩვენ გვაქვს მდგრადი და ეფექტიანი ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა.

დროა, ერთად ვიმოქმედოთ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ!

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.  პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

„საქართველოს კლიმატის პროგრამა“-ს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითრების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითრების ასოციაცისთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: გურჯაანი, საგარეჯო, ახმეტა, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ონი და ამბროლაური. პროექტის საერთო ბიუჯეტია 1 მილიონი ევროა.