addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge

26-29 მაისი, 2020. წალკის მუნიციპალიტეტი – ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი CENN-თან,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA)  და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) პარტნიორობით, წალკის მუნიციპალიტეტში პირველი საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს სრული საპროექტო განაცხადის შემუშავებისათვის საჭირო დისტანციური ტრენინგები ჩაუტარდათ.

საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულმა აპლიკანტებმა მონაწილეობა მიიღეს დისტანციურ ტრენინგებში, რომლის ფარგლებშიც ისინი გაეცნენ ბიზნეს, სოციალური და საგანმანათლებლო პროექტების სრული განაცხადის შემუშავებისათვის საჭირო ტექნიკებსა და ინფორმაციას.

ტრენინგების ფარგლებში აპლიკანტებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ სრულფასოვანი საპროექტო განაცხადის შევსებიდან, ბიუჯეტის ფორმის შედგენამდე გასავლელ საჭირო ყველა ეტაპს და მიეღოთ ამომწურავი პასუხები ყველა შეკითხვაზე.

ტრენინგი მიზნად ისახავდა, პირველი საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული აპლიკანტებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კომპეტენციის ამაღლებას.

შეგახსენებთ, საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში ეკონომიკურ დივერსიფიკაციას და ადგილობრივი თემების კეთილდღეობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის (LDS) პრიორიტეტების შესაბამისი პროექტების განხორციელების გზით.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება როგორც კომერციული (არასასოფლო–სამეურნეო და სასოფლო–სამეურნეო), ასევე სოციალური და საგანმანათლებლო მიმართულებების ინიციატივები.

საგრანტო კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

I ეტაპი – საპროექტო იდეის წარდგენა

II ეტაპი – ტრენინგი საპროექტო განაცხადის შემუშავებაზე

III ეტაპი – სრული საპროექტო განაცხადის წარდგენა / მონიტორინგი

IV ეტაპი – გასაუბრება

V ეტაპი – პროექტის დამტკიცება/კონტრაქტის გაფორმება.

პროექტის ‘ადგილობრივი ლიდერები მდგრადი განვითარებისათვის წალკის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში’ მიზანია მუნიციპალიტეტში სიღარიბის დონის შემცირება და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრა სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვითა და კლიმატისადმი მედეგი სოფლის ეკონომიკის მხარდაჭერით. ამასთან, LEADER მიდგომის გამოყენებით ცოდნაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომის უზრუნველყოფით, ბიზნეს კავშირების დამყარებითა და სამუშაო ადგილების შექმნის გზით, პროექტი გააძლიერებს საოჯახო მეურნეობებს, მეწარმეებს, ქალებს, ახალგაზრდებსა და სხვა ადგილობრივ ჯგუფებს.

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge