addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ეს წალკაა“, რომელსაც ახორციელებს CENN, აგრძელებს სოციალური საღამოების ორგანიზებას და გიწვევთ სოცალურ საღამოზე, თემით – ქუჩის მხატვრობა

ამჯერად, სოციალური საღამოების ციკლი უმასპინძლებს, ახალგაზრდა მხატვარს – ქეთი დავითაშვილს.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა ხელოვანი, გვესაუბრება როგორ მოვხატოთ სხვადასხვა ტიპის ზედაპირი, როგორ შევარჩიოთ საჭირო მასალა და რა ტექნიკები გამოვიყენოთ სასურველი ნამუშევრის შესასრულებლად. შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათისაა, და მიიღებთ ინფორმაციას ქუჩის მხატვრობის ირგვლის ყველა თქვენს კითხვაზე.

რაც მთავარია: ღონისძიების ფარგლებში მოიხატება წალკის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის გვერდით მდებარე ცენტრალური პარკის კედელი

ღონისძიების ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ პარკში არსებული კედლის მოხატვის მასტერკლასში.

შეხვედრა გაიმართება წალკაში, შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალურ სკვერში.
7 აგვისტო, 2020. 11:30 საათზე.

აქვე, აუცილებელი მოთხოვნები: იქონიეთ , ქუდი, მზისგან დამცავი კრემი ან გრძელმკლავიანი მაისური და წყალი.

დასწრების მსურველებმა დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 595 168 618; 557 711 788