შეხვედრა აბიტურიენტებთან - რჩევები მომავალ სტუდენტებს
26.ივნისი.2020ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ეს წალკაა“, რომელსაც ახორციელებს CENN, აგრძელებს სოციალური საღამოების ორგანიზებას.
ამჯერად ვიწვევთ აბტურიენტებს, მორიგ ღონისძიებაზე დასასწრებად.
29 ივნისს, ორშაბათს, 14:00 საათზე წალკის LAG-ის ოფისში CENN-ისა და წალკის ლაგის წარმომადგენლები აბიტურიენტებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და სასარგებლო რჩევებს
შეხვედრის მომხსენებლები ისაუბებენ შემდეგ თემებზე:
პოპულარული პროფესიები;
სტუდენტების მოლოდინები და სტუდენტური რეალობა;
პროფესიის შერჩევის მიზნები;
პროფესიის არჩევისას გასათვალისწინებელი სასარგებლო რჩევები.
ღონისძიება იქნება ინტერაქტიული და სახალისო აქტივობებით დატვირთული.
სოციალურ საღამოზე დასწრების მსურველები დაგვიკავშირდით: 595168618; 557 711788
ღონისძიება გაიმართება 2020 წლის 29 ივნისს, 14:00 საათზე, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ოფისში (მის: კლდეკარის ქ. N5, წალკა)