addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

ევროკავშირის მხარდაჭერით, წალკის LAG აგრძელებს სოციალური საღამოების ორგანიზებას სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ თემებზე.

ამჯერად, წალკის LAG-ის ოფისი სოციალური საღამოების ფარგლებში თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრს უმასპინძლებს.

ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებლები, ლუსო დოსტიბეგიანი და ფატი შავაძე გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას ახალგაზრდული ცენტრის დაფუძვნებიდან დღემდე არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

ღონისძიება დატვირთული იქნება სახალისო და საინტერესო აქტივობებით.

შეხვედრა გაიმართება წალკის LAG-ის ოფისში, 27 აგვისტოს 14:00 საათზე.

დასწრება თავისუფალია

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 595 168 618; 557 711 788