addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge

ევროკავშირის მხარდაჭერით წალკის LAG სექტემბრის თვეში აგრძელებს საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების ორგანიზებას.

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ პარასკევს, 14:00 საათზე, მორიგ საგანმანათლებლო შეხვედრაზე წალკის LAG ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს, მურო თაკალანძეს უმასპინძლებ.

მურო გვესაუბრება ისეთ საინტერესო თემებზე, კარიერული განვითარება – CV-ს შედგენა და სამოტივაციო წერილის წერა. შეხვედრის ფარგლებში მოწვეული სპიკერი შემოგთავაზებთ შემდეგ თემებს:

ეფექტური CV – ის შედგენა;
CV ის კარგი და ცუდი მაგალითების განხილვა;
სამოტივაციო წერილის შედგენა;
პრაქტიკული აქტივობები CV -ისა და სამოტივაციო წერილის შედგენაზე

ღონისძიება ინტერაქტიული ხასიათის იქნება და მონაწილეებს შესაძლებლობა გექნებათ დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი და საინტერესო ინფორმაცია.

ღონისძიება გაიმართება 2020 წლის 11 სექტემბერს, 14:00 საათზე, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ოფისში (მის: კლდეკარის ქ. N5, წალკა)

ღონისძიებაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 595 168 618; 557 711 788

პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სოციალური საღამოების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/3jv08F0

მომხსენებლის შესახებ

მურო თაკალანძე 2017 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობს სხვადასხვა პოზიციაზე ციფრული მარკეტინგისა და პროექტების მიმართულებით.
ამჟამად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი და ასევე საზოგადოებრივი ურთიერთობების (PR) სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის ასისტენტია. იგი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი საზაფხულო სკოლის მენეჯერია. 2018 წლიდან ასწავლის ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე.