addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

ევროკავშირის მხარდაჭერით წალკის LAG აგრძელებს საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზებას. ქვეყანაში გავრცელებული COVID-19 პანდემიით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, საგანანმანათლებლო შეხვედრები, ონლაინ სივრცეში, განსხვავებული ფორმატით გრძელდება.

1 დეკემბერს, 16:00 საათზე, საგანმანათლებლო შეხვედრის ფარგლებში, მოწვეული სპიკერი, გიორგი მელაშვი ისაუბრებს, ისეთ საინტერესო საკითხებზე როგორიცაა:

  • დიპლომატია;
  • დიპლომატიის მიზანი და გავლენა;
  • დიპლომატიის მნიშვნელობა.

შეხვედრის ფარგლებში გიორგი შემოგვთავაზებს კონკრეტულ ქეისებს და გაგვიზიარებს მის გამოცდილებას აღნიშნულ სფეროში.

ღონისძიება ინტერაქტიული ხასიათის იქნება და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დისკუსიაში ან/და დასვან კითხვები.

შეხვედრაზე დასაწრებად გამოიყენეთ Zoom-ის ბმული:

Join Zoom Meeting
https://zoom.us/j/5348909855?pwd=Rk15QlIzdXRtWHkzQkt6M2VwRU05dz09

Meeting ID: 534 890 9855
Passcode: 11111

სპიკერის შესახებ:

გიორგი მელაშვილი არის საქართველოში მოქმედი – დამოუკიდებელი ჰიბრიდული სამოქალაქო ორგანიზაციის – ევროპულ-ქართული ინსტიტუტის (EGI) დამფუძნებელი. 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ეროპულ-ქართული ინსტიტუტი სათავეში ედგა უპრეცედენტო სამოქალაქო კამპანიას „შენი ხმა, ჩვენი მომავალია“, რომლის მიზანი არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა იყო. გიორგი იყო თავისუფალი უნივერსიტეტის დიპლომატიის სკოლის ლექტორი და არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონკურსის MLOW გამარჯვებული. იგი მსახურობდა საქართველოს ახალგაზრდა დელეგატად ევროპის საბჭოს კონგრესზე. გიორგი აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო ჩართულობის, რეგიონალური თანამშრომლობისა და საერთაშორისო განვითარების არაერთ პროექტში.