addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge

ევროკავშირის მხარდაჭერით წალკის LAG სექტემბრის თვეში აგრძელებს საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების ორგანიზებას.

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ პარასკევს, 18 სექტემბერს, 14:30 საათზე, მორიგ საგანმანათლებლო შეხვედრაზე წალკის LAG „ახალგაზრდა ევროპელი ელჩებს“ უმასპინძლებს.

ელჩები ინტერაქტიურ სემინარს ორ ნაწილად ჩაატარებენ.

პირველ ნაწილში ისინი ისაუბრებენ:

ევროკავშირის შექმნაზე, მის ისტორიასა და ღირებულებებზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივასა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე.

მიმოიხილავენ ქართველი ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ახალგაზრდულ პროგრამებს.

სემინარის მეორე ნაწილში ახალგაზრდა ევროპელი ელჩები მიმოიხილავენ:

ევროკავშირის მიერ დეზინფორმაციასთან ბრძოლის გამოცდილებას. ისინი სემინარის მონაწილეებთან ერთად განიხილავენ კოვიდ-ინფექციასთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევას.

განიხილავენ ყალბი ინფორმაციის ამოცნობის სხვადასხვა პრაქტიკულ მაგალითებს და მონაწილეებთან ერთად ითამაშებენ დეზინფორმაციის ამოსაცნობ ქვიზს.

ღონისძიება ინტერაქტიული ხასიათის იქნება და მონაწილეებს შესაძლებლობა გექნებათ დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი და საინტერესო ინფორმაცია.

ღონისძიება გაიმართება 2020 წლის 18 სექტემბერს, 14:30 საათზე, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ოფისში (მის: კლდეკარის ქ. N5, წალკა)

ღონისძიებაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 595 168 618; 557 711 788

➡ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სოციალური საღამოების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/3jv08F0

***

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების შესახებ

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU neighbours east-ის პროექტი მნიშვნელოვან როლს ანიჭებს ახალგაზრდების გააქტიურებას. ამ მიზნით პროექტმა 2016 წლის ივნისში წამოიწყო „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ მოხალისეობრივი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობისა და მდგრადი კავშირების გაღრმავებას ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ევროკავშირის წევრ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა). 2020 წელს, ინიციატივამ 4 წლის იუბილე იზეიმა. ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა ამ ეტაპზე 700-ზე მეტ წევრს აერთიანებს, მათ შორისაა, 86 აქტიური ახალგაზრდა საქართველოდან.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს ხალხთაშორის კონტაქტებსა და დიალოგს, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის სრულყოფილად აღქმასა და აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მისი ურთიერთობის მნიშვნელობის შეფასებას. სწორედ ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მიერ იგეგმება და ხორციელდება სხვადასხვა თემატური კამპანიები აღმოსავლეთ პარტნიორობისა თუ ევროკავშირის ქვეყნებში, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ადამიანების ჩართულობის ზრდას და მათ ინფორმირებას ევროკავშირის, მისი შექმნის მიზნების, ღირებულებებისა თუ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალგაზრდული ინიციატივების შესახებ.