addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

ევროკავშირის მხარდაჭერით წალკის LAG სექტემბრის თვეში აგრძელებს საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების ორგანიზებას.

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ პარასკევს, 15:00 საათზე, მორიგ საგანმანათლებლო შეხვედრაზე წალკის LAG ახალგაზრდა ქართველები ევროპისთვის GYE და Alternative Education Academy-ს წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

ორგანიზაციების წარმომადგენლები ისაუბრებენ Erasmus+ პროგრამის მიერ დაფინანსებულ ახალგაზრდულ პროექტებზე და საზღვარგარეთ სწავლის/მოხალისეობის შესაძლებლობებზე ახალგაზრდებისთვის.

ღონისძიება ინტერაქტიული ხასიათის იქნება და მონაწილეებს შესაძლებლობა გექნებათ დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი და საინტერესო ინფორმაცია.

ღონისძიება გაიმართება 2020 წლის 25 სექტემბერს, 15:00 საათზე, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ოფისში (მის: კლდეკარის ქ. N5, წალკა)

ღონისძიებაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 595 168 618; 557 711 788

პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სოციალური საღამოების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/3jv08F0