addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

ევროკავშირის მხარდაჭერით წალკის LAG აგრძელებს საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზებას. ქვეყანაში გავრცელებული COVID-19 პანდემიით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, საგანანმანათლებლო შეხვედრები, ონლაინ სივრცეში, განსხვავებული ფორმატით გრძელდება.

27 ნოემბერს, 19:00 საათზე დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან სამეცნიერო კვლევის მეთოდებს ფსიქოლოგიაში და მათ მნიშვნელობას 21 საუკუნეში, განსაკუთრებით მასმედიის საშუალებით არასანდო ინფორმაციის გავრცელებაში. ასევე განიხილავენ პანდემიის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგებსა და მათ სამომავლო გავლენას ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

ღონისძიება ინტერაქტიული ხასიათის იქნება და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დისკუსიაში ან/და დასვან კითხვები.

შეხვედრაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/D7XS2G2XQwqUDTRv5

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 27 ნოემბერი, 16:00 საათი

ტრენერის შესახებ:

ქეთევან ჭანტურია არის ბუდაპეშტის ოტვოშ ლორანდის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პროფესიით ადამიანის ქცევის ანალიტიკოსი. მას აქვს კვლევითი საქმიანობის გამოცდილება, როგორც ევროპაში, ისე აღმოსავლეთის ქვეყნებში. ქეთევანი ასევე არის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის – FLEX კურსდამთავრებული.