addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

ევროკავშირის მხარდაჭერით წალკის LAG სექტემბრის თვეში აგრძელებს საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების ორგანიზებას.

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ პარასკევს, 15:00 საათზე, მორიგ საგანმანათლებლო შეხვედრაზე წალკის LAG გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს, ესმა გუმბერიძეს უმასპინძლებს.

შეხვედრის ფარგლებში ესმა ისაუბრებს თავის გამოცდილებაზე გაეროს გენერალურ ასამბლეაში;

მონაწილეებს მიაწვდის ინფორმაციას გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პროგრამის შესახებ

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ისაუბრონ  გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსა და ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. აღნიშნულ ინფორმაციას ესმა შეძლებისდაგვარად გააჟღერებს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნულ სამუშაო შეხვედრებსა თუ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

ღონისძიება გაიმართება 2020 წლის 2 ოქტომბერს, 15:00 საათზე, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ოფისში (მის: კლდეკარის ქ. N5, წალკა)

ღონისძიებაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 595 168 618; 557 711 788

პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სოციალური საღამოების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/3jv08F0