წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მორიგ სოციალურ საღამოს გუმბათის საჯარო სკოლაში უმასპინძლა
21.მარტი.20222022 წლის 17 მარტს, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, CENN-მა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მორიგ შემეცნებით სოციალურ საღამოს – წყლის რესურსების მდგარი მართვა და WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) გუმბათის საჯარო სკოლაში უმასპინძლა.
შეხვედრის პირველ ნაწილში მონაწილეები გაეცნნენ წყლის რესურსების მდგრად მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, წყლის როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურს კაცობრიობის ისტორიაში და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ასევე მიიღეს ინფომრაცია თუ როგორ შეიძლება წყლის რესურსების დაზოგვა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია WASH-ის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული ადამიანისთვის WASH სერვისებზე ხელმისაწვდომობა და რა ინსტრუმენტები არსებობს იმისათვის რომ WASH უფლება თითოეული ადამიანისთვის იყოს დაცული.
სოციალური საღამო გათვლილი იყო სკოლის მოსწავლეებისთვის. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია მოსწავლეებთან წყლის რესურსების მდგრად მართვასა და WASH საკითხების მიმართულებით .
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.