addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

2021 წლის ივლისიდღემდე. წალკის მუნიციპალიტეტი – ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი „ეს წალკაა“ აგრძელებს ადგილობრივი მეწარმეების შესაძლებლობებისა და გამოცდილების გაძლიერების მიმართულებით მუშაობას.

იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ადგილობრივი ბიზნესები აუცილებელია HACCP სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად (რომელიც მიახლოებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან). აღნიშნულის შედეგად ბიზნესები მიიღებენ გაყიდვების გაზრდის შესაძლებლობასა და წვდომას გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპულ თუ სხვა საერთაშორისო ბაზრებთან.

წალკის მუნიციპალიტეტში არსებულ რძის პროდუქტების გადამამუშავებელ 15  საწარმოში საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის მიზნით მიმდინარეობს მათი მხარდაჭერა HACCP სტანდარტების დანერგვისა და აღიარების ეროვნული სერთიფიკატის მიღების კუთხით. ამ დროისთვის, 4-მა საწარმომ უკვე გაიარა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო აღიარების პროცედურა და მიენიჭა მუდმივი ან პირობითი აღიარება.

პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში 2021 წლის ივლისიდან დღემდე, ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა:

  • 15 საველე ვიზიტი საწარმო დაგეგმვა/სწავლება/ინსტრუქტაჟის მიმართულებით;
  • 1 საწარმო დაგეგმარებისა და დოკუმენტაციის მომზადების პროცესშია.

პროექტი „ეს წალკაა“ მომავალშიც გააგრძელებს ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერებასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას, რაც ხელს შეუწყობს მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

პროექტსეს წალკააევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობითპროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლოსამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

მედია კონტაქტი:

მარი კიკვაძე, CENN, კომუნიკაციის მენეჯერი,  marie.kikvadze@cenn.org