addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

21-23 ივნისი, 2021 წელი. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი – ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების მიზნით ყაზბეგის LAG-ს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში წალკის LAG-ის ჯგუფის წევრები გაეცნენ ყაზბეგის LAG-ის გამოცდილებას.

სამუშაო ვიზიტის მთავარი მიზანი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და წარმატებული სამუშაო პრაქტიკის გაზიარება იყო. ვიზიტის ფარგლებში, ყაზბეგის LAG-ის წარმომადგენლებმა წალკის LAG-ის წევრებს გაუზიარეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, პროექტის განხორციელების წარმატებული მაგალითები, გამოწვევები და  სხვადსხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკები.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში წალკის LAG-ის წარმომადგენლები გაეცნენ ყაზბეგის LAG-ის საგრანტო კონკურსების შედეგებს და ესტუმრნენ დაფინანსებულ პროექტებს.

ვიზიტის ფარგლებში წალკის LAG-ის წევრებმა ყაზბეგის LAG-ს თავიანთი გამოცდილება და სამომავლო გეგმებიც გაუზიარა. ვიზიტის ბოლოს LAG-ების წარმომადგენლები  LAG-ების დამეგობრების მიზნით სამომავლო თანამშრომლობის, და ცალკეული, შესაძლო აქტივობების ერთობლივად განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

პროექტს ეს წალკაა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.