addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge en

8-11 ივნისი, 2021 წელი. ბულაჩაურის მწვანე ცენტრი – ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში წალკის LAG-ის წევრებმა, წალკის LAG-ის თვითშეფასების ანგარიშის მომზადებისა და ორგანიზაციული განვითარების მიზნით 4 დღიან ინტენსიურ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.

წალკის LAG უკვე მეორე წელია, რაც აქტიურად ოპერირებს წალკის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი გამოწვევების გადაჭრისა და ევროპული კარგი პრაქტიკის დანერგვის მიზნით. LAG-ის ორგანიზაციული განვითარებისა და მდგრადობისთვის უმნიშვნელოვანესია წალკის LAG-ის წევრების შესაძლებლობების განვითარების ტრენინგებითა და სამუშაო შეხვედრებით უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით 8-9 ივნისს, წალკის LAG-ის წევრებს ორგანიზაციული განვითარებისა და გუნდის შემკვრელი ტრენინგი ჩაუტარდათ, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ისეთ საინტერესო თემებს, როგორიცაა: ორგანიზაციის სტრატეგიული მართვა; ხედვა, მისია და ღირებულებები; რა არის მართვა? მართვისთვის საჭირო უნარები; მართვის სხვადასხვა სტილი – რომელი მათგანია ეფექტური?; ლიდერი VS მენეჯერი; ლიდერობის თეორიების მოკლე მიმოხილვა; პინკის თეორია: ავტონომია, დახელოვნება, მისიის გათავისება და კონცეფცია ,,FLOW” – როგორ გვეხმარება მიზნების დასახვა თვითრეალიზებასა და განვითარებაში?

ტრენინგების ფარგლებში 10-11 ივნისი დაეთმო წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ორგანიზაციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტებზე დაყრდნობით წალკის LAG-ის თვით შეფასების ანგარიშის მომზადებას, მეთოდოლოგიის შემუშავებასა და საბოლოო ანგარიშის მომზადებას.

4 დღიანი ტრენინგების სერია და სამუშაო შეხვედრები პროდუქტიული აღმოჩნდა წალკის LAG-ის წევრებისათვის. შეხვედრებსა და ტრენინგების ფარგლებში მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წალკის LAG-მა შეიმუშავა თვითშეფასების ანგარიში, რომელსაც სამომავლოდ ორგანიზაციული საქმიანობის შესაფასებელ ინსტრუმენტად გამოიყენებს.

პროექტს ეს წალკაა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.