addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

პროექტის აგრობიომრავალფეროვნების აღდგენა და წალკის მუნიციპალიტეტში კლიმატისადმი მდგრადი ადაპტაციის ღონისძიებების ხელშეწყობა ფარგლებში წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი იწყებს საპილოტე პროექტების განხორციელებისთვის განაცხადების მიღებას.

საპილოტე პროექტების განხორციელების მიზანია, აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზნებისა და  სოფლის მეურნეობის დარგის კლიმატის ცვლილებების თვალსაზრისით ადაპტაციის საკითხების კუთხით შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად,  წალკის ადგილობრივი ფერმერებისათვის ცნობიერების დონის ამაღლება და კლიმატგონივრული მექანიზმების დანერგვისა და განხორციელების მიზნით, კონკრეტული პრაქტიკისა და გამოცდილების ჩვენება/დემონსტრაცია.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს შემდეგ სუბიექტებს:

წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერი (სოფლის მეურნეობის დარგი: მებაღეობა, მებოსტნეობა, მემცენარეობა), რომელიც აღნიშნულ საქმიანობას ეწევა მუნიციპალიტეტში.

საპილოტე პროექტის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 12,000 ამერიკულ დოლარს;

დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ერთი პროექტისთვის შეადგენს 3,000 ამერიკულ დოლარს;

თითოეული პროექტის მიერ მაქსიმალური ბიუჯეტის ათვისების შემთხვევაში, სულ დაფინანსდება 3 პროექტი.

საგრანტო კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

I ეტაპი – იდეების მიღება

II ეტაპი – ადგილზე მონიტორინგი

III ეტაპი – გასაუბრება/შერჩევა

განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ქართულ ენაზე.

I ეტაპი – იდეების მიღება

შევსებული იდეის ფორმის წარდგენა უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@tsalkalag.ge

ელ. ფოსტაზე იდეის წარდგენისას აუცილებელია განმცხადებელმა სათაურის ველში მიუთითოს შემდეგი: „საპილოტე პროექტი 2022“

ელ. ფოსტის მეშვეობით განაცხადის პაკეტის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთი მეილით.

ელექტრონული ფორმით განაცხადები მიიღება ხელმოწერილი.

განაცხადის ფორმების შევსებასა და წარდგენასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე დაინტერესებულ პირებს კონსულტაციები გაეწევათ განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ დისტანციურად.

საკონტაქტო ინფორმაცია: +995 599 54 75 78 – ცეზარ ხორგუანი

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 აგვისტო, 18:00 საათი.

ვადაგადაცილებით წარმოდგენილი ან/და ხელით შევსებული საპროექტო იდეები არ მიიღება.

დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით სახელმძღვანელოს

ჩამოტვირთეთ საპილოტე პროექტის/იდეის სააპლიკაციო ფორმა

პროექტს ახორციელებს წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, რომლის ფინანსური მხარდამჭერია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა (GEF SGP), რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა UNDP.