addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) აცხადებს ფოტოკონკურსს #ესწალკაა წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

კონკურსის მიზანია წალკის მოსახლეობის თვალით დანახული წალკის მუნიციპალიტეტის, ბუნების ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ ფოტოები შემდეგ თემატიკაზე: 

  • გარემო და ბიომრავალფეროვნება
  • წალკის ბუნებრივი რესურსები
  • წალკის ტურისტული ღირსშესანიშნაობები 
  • წალკის ისტორია, კულტურა და მოსახლეობა
  • წალკის ყოველდღიური ცხოვრება
  • სოფლად მცხოვრები ქალები და ახალგაზრდები
  • წალკის ბუნებისა და ადამიანის ჰარმონიული თანაცხოვრების ისტორია 
  • ჩემი თვალით დანახული წალკა (რას ნიშნავს ჩემთვის წალკა?)  
  • და სხვა

მნიშვნელოვანია, ფოტო კარგად ასახავდეს თემის მნიშვნელობას და ავტორისეული ხედვას. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაგჭირდებათ:

  • სურვილი, კრეატიულობა და მოტივაცია
  • მაქსიმუმ 5 ფოტოს გამოგზავნა
  • მოკლე და კრეატიული აღწერა/ავტორის ხედვა
  • სურვილი გახდეთ წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრი

კონკურსის ფარგლებში მისაღებია ფოტოგრაფიის ნებისმიერი ჟანრი (დოკუმენტური, დადგმული (მხოლოდ სტუდიური), კონცეპტუალური ფოტოგრაფია და სხვა). მაქსიმალურად წახალისებულია შემოქმედებითი ნამუშევრები! კონკურსის მიზანია ისეთი მესიჯის შექმნა, რომელიც ვიზუალურად მოხიბლავს და დააფიქრებს მნახველს.

კონკურსში მონაწილეობისათვის შეავსეთ აპლიკაცია: https://forms.gle/j4mY4sFkNyyq3Hib8 გაითვალისწინეთ, რომ აპლიკაციის შესავსებად დაგჭირდებათ თქვენი მეილის პროფილში შესვლა. 

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 14 დეკემბერი, 2021 13:00 საათი

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული.  

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები მიიღებენ CENN-ისა და წალკის LAG-ის მრავალფეროვან სასაჩუქრე ჩანთას. 

გამარჯვებულები შეირჩევიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: თემის აქტუალობა, კრეატიულობა, ორიგინალურობა და ფოტოს ხარისხი.

პროექტის ‘ადგილობრივი ლიდერები მდგრადი განვითარებისათვის წალკის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში’ მიზანია მუნიციპალიტეტში სიღარიბის დონის შემცირება და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრა სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვითა და კლიმატისადმი მედეგი სოფლის ეკონომიკის მხარდაჭერით. პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. 

მედია კონტაქტი:

მარი კიკვაძე, CENN, კომუნიკაციის მენეჯერი,  marie.kikvadze@cenn.org, 995 577 95 90 20.