addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

შიდა სასოფლო სამეურნეო საქმიანობით წალკის მუნიციპალიტეტში უამრავი ადგილობრივია დაკავებული. დათო მარკოიძის ოჯახი უკვე მრავალი წელია ეწევა შიდა სასოფლო სამეურნეო საქმიანობას და სხვადასხვა ბოსტნეულის კულტურები მოჰყავს მის მფლობელობაში არსებულ მიწაზე. წალკის მუნიციპალიტეტის მკაცრი კლიმატი ადგილობრივ მოსახლეობას ნაკლებად აძლევს ჩითილის ადრეულ ეტაპზე მოყვანის შესაძლებლობას, რის გამოც ადგილობრივები ძირითადად მარნეულიდან და თბილისიდან შემოტანილ ჩითილს მოიხმარენ, რაც სხვადასხვა კულტურების მოყვანის პროცესს კიდევ უფრო ახანგრძლივებს. აპრილის დასაწყისიდან წალკაში ჩითილზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება, სწორედ ამის გამო დათომ 8 წლის წინ ჩითილის სახლში მოყვანა დაიწყო და მნიშვნელოვანი გამოცდილებასთან ერთად და ადგილობრივი მომხმარებლების ნდობა მოიპოვა. ჩითილზე მაღალი მოთხოვნის მიუხედავად, დათოს ოჯახი კლიენტებისათვის საჭირო რაოდენობის ჩითილის წარმოებას სახლის პირობებში ვერ უზრუნველყოს, სწორედ ამიტომ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით, დათომ მის მფლობელობაში არსებულ 200 კვ.მ ტერიტორიაზე ჩითილის სასათბურე მეურნეობა გააშენა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა და ჩითილის წარმოება გააფართოვა. ამ საოჯახო ბიზნესში ოჯახის მრავალწლიანი გამოცდილების 4 წევრი ჩაერთო.

დათოს მთავარი მიზანი ხარისხიანი პროდუქტის წარმოება, მომხმარებლისთვის ხარისხიანი ჩითილის ადრეულ ეტაპზე მიწოდება და პროდუქტზე მოთხოვნების სრულფასოვნად დაკმაყოფილებაა. მას ასევე სურს, რომ დაგროვილი გამოცდილება ახალგაზრდებს გაუზიაროს და წარმოების პროცესში დაინტერესებული პირები ჩართოს.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 22,000 ლარი

ევროკავშირის დაფინანსება: 16,000 ლარი

თანამონაწილეობა: 6,000 ლარი

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდა 4 ადამიანი