addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge

ადგილობრივი განვითარების სტრატეგია არის წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ხედვა მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით. სტრატეგიის მთავარი მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა თანამონაწილეობრივი დაგეგმარების გზით. სტრატეგიის მოსალოდნელი შედეგებია: წალკის მუნიციპალიტეტში სიღარიბის დონის შემცირება, მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება და არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრა.

სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგია ეფუძნება LEADER მიდგომასა და პრინციპებს, რაც გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უკეთ შეფასებისა და წინა პლანზე წამოწევის თვალსაზრისით, სამუშაო პროცესში ადგილობრივთა მრავალმხრივი ჩართულობის უზრუნველყოფას. ასეთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ამოცანის სწორად შესრულების მიზნით, სტრატეგიის შემუშავების პირველივე ეტაპზე, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს ჩაუტარდა ინტენსიური ტრენინგები LEADER პრინციპებზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით.

წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია მოიცავს ანალიტიკურ და სტრატეგიულ ნაწილს, მათ შორის, მონიტორინგს და შეფასებას. სტრატეგიის ანალიტიკური ნაწილი გულისხმობს წალკის მუნიციპალიტეტის რაოდენობრივ ანალიზს სხავადასხვა თემატური მიმართულებებით, რომელიც სტრატეგიის მომზადების პირველ ეტაპზე განხორციელდა CENN-ისა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ (GFA და IfLS) და მოიცავდა როგორც არსებული ლიტერატურის1 მიმოხილვას, ასევე – საველე კვლევას. მუნიციპალიტეტის რაოდენობრივი ანალიზის გამყარების მიზნით ჩატარდა თვისებრივი კვლევა და დარგების მიხედვით შემუშვდა ე.წ. SWOT ანალიზი, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების მაღალი ჩართულობით. SWOT ანალიზში დეტალურად არის განხილული მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული სფეროები, რის შედეგადაც გამოიკვეთა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამოქმედო არეალი.

წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ანალიტიკურ ნაწილს საფუძვლად დაედო პროექტის ფარგლებში შემუშავებული შემდეგი თემატური კვლევები:

  1. წალკის მუნიციპალიტეტის დემოგრაფიული და სოციალური მდგომარეობა;
  2. წალკის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის საჭიროებების კვლევა;
  3. წალკის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის და კულტურული მემკვიდრეობის კვლევა.

სტრატეგიის მთავარი მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა თანამონაწილეობრივი დაგეგმარების გზით.

გადმოწერეთ სტრატეგიის სრული ვერსია

წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია – ქართული

წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია – ინგლისური

წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია – აზერბაიჯანული

წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია – სომხური