წალკის მუნიციპალიტეტის მარკეტინგისა და კომუნიკაციის სტრატეგია და გეგმა
24.მარტი.2021ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ადგილობრივი ლიდერები მდგრადი განვითარებისათვის წალკის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში „ეს წალკაა“ – ფარგლებში შეიქმნა წალკის მუნიციპალიტეტის მარკეტინგისა და კომუნიკაციის სტრატეგია და აღსრულების გეგმა.
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს წალკის მუნიციპალიტეტისა და მისი მცხოვრებლებისთვის ნათელ გზამკვლევს და პასუხობს შემდეგ კითხვებს:
- რა არის წალკის, როგორც მუნიციპალიტეტის, უპირატესობები;
- როგორ უნდა მოხდეს ამ უპირატესობების წარმოჩენა;
- ვისთან უნდა მოხდეს ამ უპირატესობების წარმოჩენა;
- რა საშუალებებით უნდა მოხდეს ამ უპირატესობების წარმოჩენა.
დოკუმენტის მიზანია, მისი მიზნობრივი და ჯეროვანი განხორციელებისას, მიღწეულ იქნეს შემდეგი:
- წალკა წარმოჩნდეს, როგორც ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილი;
- წალკა წარმოჩნდეს, როგორც ახალი ნატურპროდუქტების ადგილი;
- რეგიონში გაიზარდოს ვიზიტორთა რაოდენობა, რაც განპირობებული იქნება
აღნიშნული ორი მიზნობრივი მომართულებით; - აღნიშნული მიზნების მისაღწევად მუნიციპალიტეტი, როგორც მმართველი ორგანო,
ისე მოსახლეობა, აღიჭურვოს მარკეტინგის კონკრეტული სამოქმედო გეგმით, რაც
უმეტესწილად უნდა განხორციელდეს პირველი ტურისტული სეზონის დადგომამდე; - წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ გაიუმჯობესოს საკუთარი პროდუქტის/
მომსახურების ტურისტული პოტენციალი.
იხილეთ დოკუმენტი:
წალკის მუნიციპალიტეტის მარკეტინგისა და კომუნიკაციის სტრატეგია და გეგმა