addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ადგილობრივი ლიდერები მდგრადი განვითარებისათვის წალკის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში „ეს წალკაა“ – ფარგლებში შეიქმნა წალკის მუნიციპალიტეტის მარკეტინგისა და კომუნიკაციის სტრატეგია და აღსრულების გეგმა.

აღნიშნული დოკუმენტი  წარმოადგენს წალკის მუნიციპალიტეტისა და მისი მცხოვრებლებისთვის ნათელ გზამკვლევს და პასუხობს შემდეგ კითხვებს:

  • რა არის წალკის, როგორც მუნიციპალიტეტის, უპირატესობები;
  • როგორ უნდა მოხდეს ამ უპირატესობების წარმოჩენა;
  • ვისთან უნდა მოხდეს ამ უპირატესობების წარმოჩენა;
  • რა საშუალებებით უნდა მოხდეს ამ უპირატესობების წარმოჩენა.

დოკუმენტის მიზანია, მისი მიზნობრივი და ჯეროვანი განხორციელებისას, მიღწეულ იქნეს შემდეგი:

  1. წალკა წარმოჩნდეს, როგორც ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილი;
  2. წალკა წარმოჩნდეს, როგორც ახალი ნატურპროდუქტების ადგილი;
  3. რეგიონში გაიზარდოს ვიზიტორთა რაოდენობა, რაც განპირობებული იქნება
    აღნიშნული ორი მიზნობრივი მომართულებით;
  4. აღნიშნული მიზნების მისაღწევად მუნიციპალიტეტი, როგორც მმართველი ორგანო,
    ისე მოსახლეობა, აღიჭურვოს მარკეტინგის კონკრეტული სამოქმედო გეგმით, რაც
    უმეტესწილად უნდა განხორციელდეს პირველი ტურისტული სეზონის დადგომამდე;
  5. წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ გაიუმჯობესოს საკუთარი პროდუქტის/
    მომსახურების ტურისტული პოტენციალი.

იხილეთ დოკუმენტი:

წალკის მუნიციპალიტეტის მარკეტინგისა და კომუნიკაციის სტრატეგია და გეგმა