addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტის “ეს წალკაა” ფარლგებში, რომელსაც ახორციელებს CENN, შეიქმნა წალკის მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილებისა და სოფლის მეურნეობის ადაპტაციის ღონისძიებების დოკუმენტები.

აღნიშნული კვლევების მიზანს წარმოადგენს წალკის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილების ტენდენციების ანალიზი და კლიმატის ცვლილების სცენარებზე (1960-2050) დაყრდნობით სოფლის მეურნეობის ადაპტაციის ღონისძიებების, რეკომენდაციების შემუშავება, რათა შეფასდეს კლიმატის ცვლილების ზეგავლენა სოფლის მეურნეობაზე, მოხდეს საფრთხეების, გამოწვევების და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება. ასევე წახალისდეს კლიმატ გონივრული სოფლის მეურნეობა და მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვა წალკის მუნიციპალიტეტში.

იხილეთ დოკუმენტები:

კლიმატის ცვლილება წალკის მუნიციპალიტეტში

სოფლის მეურნეობის ადაპტაციის ღონისძიებები წალკის მუნიციპალიტეტში