addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

საჯარო ფინანსების მართვა გულისხმობს სახელმწიფო რესურსების აკუმულირებას, განკარგვასა და კონტროლს მოქალაქეების საჭიროებაზე ორიენტირებული ხარისხიანი მომსახურების ეფექტიანად და ეფექტურად გაწევის მიზნით. აქედან გამომდინარე, საჯარო ფინანსების მართვის გამართული მექანიზმის ჩამოყალიბება კრიტიკულად მნიშვნელოვანია სიღარიბის აღმოფხვრის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საყოველთაო და მდგრადი ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი პროგრესის მისაღწევად.

წარმატებული საჯარო ფინანსების მართვის საკვანძო მახასიათებელი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულებაა. შესაბამისად, საჯარო ფინანსების მართვის დახვეწილი სისტემა ითვალისწინებს ინფორმირებული მოქალაქეების არსებობასა და მმართველობით პროცესებში მათ ჩართვას.

წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზანია, მკითხველებს გააცნოს საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ბიუჯეტი, ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეებზე არსებული საბიუჯეტო პროცესები და საჯარო მმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობა საზოგადოებრივი სიკეთეების მაქსიმიზაციის მიზნით.

გახსენი და ჩამოტვირთე დოკუმენტი

LAG-ის წევრების შესაძლებლობების გაძლიერება საჯარო ფინანსების მართვის კუთხით