addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

28 მაისი, 2021 წელი. წალკის მუნიციპალიტეტი – ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი წალკის LAG-ის ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობის შექმნის მიზნით უკვე მეორე წელია ეწყობა სოციალური საღამოები წალკის მუნიციპალიტეტში, რომლის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობა არაფორმალურ გარემოში იღებს მათთვის საინტერესო ინფორმაციას სხვადასხვა თემებზე.

28 მაისს, წალკის LAG-ის ოფისმა მორიგ სოციალურ საღამოს უმასპინძლა თემაზე მოქალაქე და პოლიტიკური მონაწილეობა, რომლის მთავარი მიზანი ახალგაზრდების ინფორმირება იყო, ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე, როგორებიცაა აქტიური მოქალაქეობა და პოლიტიკური მონაწილეობის მექანიზმები. შეხვედრის ფარგლებში, მოწვეულმა სპიკერმა, გიორგი ოდოშაშვილმა ისაუბრა არჩევნებზე, ამომრჩევლის ხმის უფლებაზე, აქტიურ მოქალაქეობაზე, პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობაზე, დემოკრატიაზე და მის გამოწვევებზე.

აღნიშნულ სოციალურ საღამოში მონაწილეობდნენ წალკის ადგილობრივი ახალგაზრდები.

წალკის მუნიციპალიტეტში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ორგანიზებით ყოველკვირეული სოციალური საღამოები ეწყობა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

პროექტს ეს წალკაა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.