წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) აგრძელებს სოციალური საღამოების სერიას უნარ-ჩვევების განვითარებასთან დაკავშირებით
10.სექტემბერი.2021CENN და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ეს წალკაა ფარგლებში გიწვევთ უნარ-ჩვევების გაძლიერებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ონლაინ საგანმანათლებლო სოციალურ საღამოებში მონაწილეობის მისაღებად.
2021 წლის 14-29 სექტემბერს, შემოუერთდით ონლაინ სოციალური საღამოების სერიებს, რომელიც ფოკუსირებულია ახალგაზრდებში თანამედროვე უნარ-ჩვევების გაძლიერებაზე, კარიერულ განვითარებაზე, ახალი შესაძლებლობების შექმნასა და ცნობიერების დონის ამაღლებაზე.
ონლაინ სოციალური საღამოების ფარგლებში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ შემდეგ სესიებს:
- 15 სექტემბერი – თვითმენეჯმენტი და რბილი უნარები – 18:00 საათი
- 16 სექტემბერი – კვლევითი უნარები და ახალი ინფორმაციის მოძიება – 17:00 საათი
- 17 სექტემბერი – კარიერული განვითარება (სივი, მოტივაცია, გასაუბრება) – 17:00 საათი
- 20 სექტემბერი – ფრილანსინგი და ფინანსური მენეჯმენტი – 19:00 საათი
- 21 სექტემბერი – კოვიდ სამყარო – ონლაინ კარიერა და განვითარება (კონტენტის მენეჯმენტი) – 18:00 საათი
- 22 სექტემბერი – პროექტების წერა და მენეჯმენტი – 17:00 საათი
- 23 სექტემბერი – კომუნიკაციები და მოლაპარაკებები, კრიზისების მართვა – 17:00 საათი
- 24 სექტემბერი – სამოქალაქო აქტივიზმი და მოხალისეობა – 18:00 საათი
- 27 სექტემბერი – დეზინფორმაცია და კიბერუსაფრთხოება – 19:00 საათი
- 28 სექტემბერი – ლიდერობა და საჯარო გამოსვლები – 18:00 საათი
- 29 სექტემბერი – კრეატიულობა და ინოვაციურობა – 18:00 საათი
სოციალურ საღამოებში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/ggbp5e26eZUWweBfA
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 სექტემბერი, 15:00 საათი.
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.