addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

11 ივნისი, 2022. წალკის მუნიციპალიტეტი. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 11 ივნისს,  16:00 საათზე წალკაში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, CENN-ისა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ორგანიზებით, ფესტივალი „ამო წალკაში“  გაიმართება, რომელსაც ევროკაშირის დელეგაცია საქართველოში წარმომადგენლები, ფერმერები, ბიზნესი, აღმასრულებელი ხელისუფლება, საერთაშორისო, ადგილობრივი და სოფლის მეურნეობაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები  დაესწრებიან.

ფესტივალის მიზანია წალკის მუნიციპალიტეტის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდების, ადგილობრივი მეწარმეების, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების, ორგანიზატორებისა და სხვა სტუმრების წალკაში, ერთ სივრცეში შეკრება და გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა თემატური სივრცეები, რომელიც მოსულ სტუმრებს მიაწვდის ინფორმაციას წალკის ისტორიული ფაქტებისა და პროექტის “ეს წალკაა“ ფარგლებში შესრულებული საქმიანობის შესახებ. ძირითადი სივრცე დაეთმობა  ადგილობრივი ფერმერების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვას, სადაც მოსულ სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ და შეიძინონ ადგილობრივი პროდუქტები.

ერთ-ერთ სივრცეში ბავშვები შექმნიან ნახატებს სოფლის მეურნეობის, მათი თვალით დანახული წალკის მომავლისა და უკრაინის თემებზე, რომლის შეძენა სტუმრებს იქვე შეეძლებათ; შემოსული თანხა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გახსნილ ფონდში გადაირიცხება.

ფესტივალით დაინტერესებულ სტუმრებს 18:30 საათიდან შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ აგროტურისტულ მარშრუტში, გაეცნონ წალკის ტურისტულ  პოტენციალს და დააგემოვნონ ადგილობრივი პროდუქცია.

ფესტივალის ფარგლებში საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაციასა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

ფესტივალი ლაივ კონცერტით დაიხურება.

ფესტივალიამო წალკაშიპროექტისეს წალკააფარგლებში იმართება, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობითპროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლოსამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

მედია კონტაქტი:

ნათია მსხილაძე, GFA, კომუნიკაციის მენეჯერი, 591-05-19-05, nmskhiladze@gfa.org.ge

მარი კიკვაძე, CENN, კომუნიკაციის მენეჯერი, 577-95-90-20 marie.kikvadze@cenn.org