ევროკავშირის მხარდაჭერით CENN და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) აცხადებენ საგრანტო კონკურსს #ვაძლიერებთერთმანეთს წალკის ახალგაზრდებისათვის
16.აპრილი.202116 აპრილი, 2021. წალკის მუნიციპალიტეტი – სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა მნიშვნელოვანია ჩვენი თემისა და ქვეყნის განვითარებისათვის. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ეს წალკაა ფარგლებში, CENN, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით, აცხადებს საგრანტო კონკურსს #ვაძლიერებთერთმანეთს წალკის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი გამორჩეული პროექტების გამოვლენა და დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას და მათ ჩართულობას ადგილობრივი თემის ცხოვრებაში; რაც შედეგად უზრუნველყოფს ისეთი შესაძლებლობების გაჩენას, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს ეფექტიანად უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ისინი დგანან სოფლად ცხოვრების პირობებში.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება წალკის ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი ის ინიციატივები, რომლებიც ორიენტირებული იქნება:
- სოციალური ინტეგრაციაზე;
- განათლებაზე, კულტურასა და სპორტზე;
- რესურსების მდგრად მართვაზე;
- ტურიზმზე;
- სოციალური მეწარმეობის პრაქტიკის ხელშეწყობაზე;
- ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებაზე;
- ადგილობრივ დონეზე ეკონომიკური დივერსიფიკაციასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე;
- ცირკულარული ეკონომიკასა დანარჩენების მდგრად მართვაზე;
- კლიმატგონივრულ გადაწყვეტებზე (climate-smart solutions);
- მწვანე ქალაქებსა და ტრანსპორტზე;
- მიგრაციაზე;
- ჯანმრთელობის დაცვაზე.
ინიციატივები უნდა იყოს მიმართული წალკის მუნიციპალიტეტზე.
ერთი გრანტის მაქსიმალური თანხა შეადგენს 3,000 ევროს ექვივალენტს ლარში.
ინიციატივის ხანგრძლივობა მოცემული შეთავაზების ფარგლებში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
ვის შეუძლია განაცხადის წარმოდგენა
წალკის მუნიციპალიტეტის 18-დან 35-წლამდე ახალგაზრდებს.
აპლიკანტებს აქვთ მხოლოდ ერთი განაცხადის შემოტანის უფლება.
ინფორმაცია განაცხადის წარდგენის შესახებ
საკონკურსო ინიციატივა წარმოდგენილი უნდა იყოს დანართებში მითითებული ფორმის მიხედვით:
დანართი 1. სრული საპროექტო განაცხადის ფორმა
დანართი 1.1 – საქმიანობის ფინანსური/საინვესტიციო გეგმა (MS Excel)
დანართი 1.2 – მოგება-ზარალის უწყისი ბიზნესპროექტებისათვის
დანართი 2 – სამოქმედო გეგმა
ინფორმაცია განაცხადის წარდგენის შესახებ
განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ, ქართულ ენაზე. განაცხადზე თანდართულ უცხოენოვან დოკუმენტაციას უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/3wXtVO1
განაცხადის ჩაბარება უნდა მოხდეს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: grants@tsalkalag.ge გამოგზავნისას სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს “EU-Tsalka – ახალგაზრდული საგრანტო კონკურსი“.
განაცხადების ჩაბარება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2021 წლის 10 მაისისა, 18:00 სთ. დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.
წინამდებარე კონკურსთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით CENN-ის თანამშრომლებს:
მარი კიკვაძე, CENN, +995 577 95 90 20, marie.kikvadze@cenn.org
მელანო ტყაბლაძე, CENN, +995 599 54 75 79, melano.tkabladze@cenn.org
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.