სრული საგრანტო განაცხადის რეგისტრაცია
04 დეკემბერიევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) CENN-თან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) პარტნიორობით, წალკის მუნიციპალიტეტში მესამე საგრანტო კონკურსს აცხადებს.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება როგორც კომერციული (არასასოფლო–სამეურნეო და სასოფლო–სამეურნეო), ასევე სოციალური და საგანმანათლებლო მიმართულებების ინიციატივები.
კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სრული განაცხადი. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 27 მაისი, 2021 წ. 18:00 სთ.
საგრანტო კონკურსის დოკუმენტები იხილეთ:
საგრანტო სახელმძღვანელო – ქართული
საგრანტო სახელმძღვანელო – რუსული
საგრანტო განაცხადის ფორმა სოციალური პროექტებისათვის
ბიუჯეტის ფორმა სოციალური პროექტებისათვის