წალკის LAG მხარს უჭერს ახალგაზრდების ჩართულობას გარემოსდაცვით საკითხებში ადგილობრივ დონეზე
21.ივნისი.20222022 წლის 20 მაისს, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, CENN-მა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) მორიგ შემეცნებით სოციალურ საღამოს ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გარემოსდაცვით საკითხებში წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის სკოლის ეკოჰაბში უმასპინძლა.
შეხვედრაზე განხილული იყო არაფორმალური განათლების მიმართულებები, ახალგაზრდების როლი როგორც საზოგადოებრივ, ისე გარემოსდაცვით საქმიანობაში. შეხვედრის ფარგლებში პრეზენტაცია დაეთმო აქტივობებისა და ღონისძიებების სწორად და ეფექტიანად წარმართვის შესაძლებლობებს შემდეგი მიმართულებებით:
- ახალგაზრდების ჩართულობა და აქტივიზმი
- ძირითადი გარემოსდაცვითი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და სკოლის ეკოკლუბის წევრებმა. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარ გეგმებსა და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე გარემოსდაცვითი აქტივიზმის მიმართულებით.
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო–სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.