ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის LAG აგრძელებს თანამშრომლობის გაფართოება მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარებისათვის
12.მარტი.202112 მარტი, 2021 – ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის LAG-ის ინიცირებით, წალკის LAG-სა და ორგანიზაცია „ვეტერანები მშვიდობისათვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ორგანიზაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმი მიზნად ისახავს:
- წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას;
- არსებულ საქველმოქმედო სერვისებსა და პაკეტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
- და მოწყვლადი ჯგუფების პირველადი გადაუდებელი და სხვა ტიპის სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფას.
თანამშრომლობის ფარგლებში, ორგანიზაციების წარმომადგენლები ასევე, შეთანხმდნენ სამიზნე ჯგუფების ინტეგრაციის ხელშემწყობი აქტივობების ორგანიზებასა და განხორციელებაზე.
წალკის LAG-ის წევრები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის თანამშრომლობის პრაქტიკის დანერგვა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარებისათვის.
წალკის LAG მუდამ ღიაა ახალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის პრაქტიკების დასანერგად და მოუწოდებს დაინტერესებულ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ინიციატივების ირგვლივ გაერთიანებისკენ.