addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

12 მარტი, 2021 – ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის LAG-ის ინიცირებით, წალკის LAG-სა და ორგანიზაცია „ვეტერანები მშვიდობისათვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ორგანიზაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმი მიზნად ისახავს:

  • წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას;
  • არსებულ საქველმოქმედო სერვისებსა და პაკეტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
  • და მოწყვლადი ჯგუფების პირველადი გადაუდებელი და სხვა ტიპის სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფას.

თანამშრომლობის ფარგლებში, ორგანიზაციების წარმომადგენლები ასევე, შეთანხმდნენ სამიზნე ჯგუფების ინტეგრაციის ხელშემწყობი აქტივობების ორგანიზებასა და განხორციელებაზე.

წალკის LAG-ის წევრები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის თანამშრომლობის პრაქტიკის დანერგვა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარებისათვის.

წალკის LAG მუდამ ღიაა ახალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის პრაქტიკების დასანერგად და მოუწოდებს დაინტერესებულ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ინიციატივების ირგვლივ გაერთიანებისკენ.